10 ფეხბურთელს 5 მწვრთნელი ამეცადინებს - გაბერილი შტატები გურჯაანის მერიაში

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, გურჯაანის მერიამ საშტატო ერთეულები ჯერ კიდევ 2018-2019 წლებში არაგონივრულად გაზარდა. მაგალითად, სპორტის აიპის მონაცემებზე დაყრდნობით, 10 ფეხბურთელს 5 მწვრთნელი ამეცადინებს.

მიუხედავად ხელოვნურად გაზრდილი შტატებისა, საკრებულომ ახალი განკარგულება გამოსცა და ბიუჯეტიდან დამატებით, 40 ათასი ლარი გამოყოფას მხარი დაუჭირა.  

ამ თანხით 7 ადამიანს ხელშეკრულება გაუფორმდება და მერიაში ამ დრომდე გაურკვეველ პოზიციებზე დასაქმდება.

არასამთავრობოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, რომლებმაც საკითხს სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს, ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაყალბებისთვის ემზადება.

გურჯაანის მერი აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და ირწმუნება რომ გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია.

მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციითაც დგინდება რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, გასულ წელს აიპებში დამატებით 117 ადამიანი დასაქმდა. პროცესი გრძელდება მიმდინარე წელსაც. ანალოგიური მდგომარეობა კახეთის თითქმის რვავე მუნიციპალიტეტშია. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი