იტალიაში, რომის ქართული სამრევლოს ტაძარი დაარბიეს

გამოქვეყნდა:

იტალიაში, რომის ქართული სამრევლოს ტაძარი, დღეს, 20 მაისს გამთენიისას გატეხეს. დარბეულია ტაძრის საკურთხეველი. სამრევლოს ინფორმაციით, სავარაუდოდ ტაძრის გაქურდვა სურდათ, მას შემდეგ კი რაც ტაძარში ძვირფასეულობა და თანხა არ დახვდათ, საკურთხეველი დაარბიეს. კარადებიდან გადმოყრილია ნივთები. ტაძრიდან წაღებული არაფერია.

რომის სამრევლოს ინფორმაციით, ტაძარში მივიდა იტალიის პოლიციაც, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და თითის ანაბეჭდები აიღო. საქმის კურსში არიან და ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც.

როგორც სამრევლოს წევრი ყვება, ტაძრის ღია კარი მეზობელმა შეამჩნია და ტაძრის წინამძღოლს შეატყობინა. მათივე თქმით, საქმის კურსშია დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამი, საქართველოს ელჩი იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე და საქართველოს ელჩი წმინდა საყდარში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი