უყურადღებოდ მიტოვებული ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალი - ზემო ფონიჭალაში მდებარე მონუმენტს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დააზიანეს, რესტავრაცია ამ დრომდე არ ჩატარებია. ამ ყველაფრის ფონზე, კი მთავრობამ 26 მაისის საზეიმოდ აღნიშვნისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 000 ლარზე მეტი გამოყო.
ოპოზიციასა და მესამე სექტორში, ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის მიმართ, ხელისუფლების დამოკიდებულებას აფასებენ და ამბობენ, რომ ეს ფაქტიც კარგად აჩვენებს რომ "მმართველ გუნდს ოკუპაცია არ სტიკვა".
"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამდენი თვის მანძილზე არ ხდება მისი რეაბილიტაცია და ესეც მიანიშნებს იმას თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს რუსული ოკუპაციის მიმართ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მანუჩარ ახალაია.
26 მაისის აღსანიშნავად მთავრობამ 14 მაისს ტენდერები დაჩქარებული წესით გამოაცხადა. რაც შეეხება მემორიალის რეაბილიტაციას, როგორც თბილისის მერიაში "მთავარ არხს" განუცხადეს, რეაბილიტაცია მას შემდეგ მოხდება, რაც მისი ავტორი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.