მოსწავლეები მედლების მოლოდინში - ტენდერი არ შედგა 

გამოქვეყნდა:

უკვე სამი წელია, მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა წარჩინებით დაასრულეს, კუთვნილ ოქროსა და ვერცხლის მედლებს ელოდებიან.

მედლების დასამზადებლად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში, სკოლადამთავრებულებისთვის, ვერცხლისა და ოქროს მედლის დასამზადებლად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 2021 წლის 20 აპრილს გამოაცხადა, განცხადებების მიღება კი 2021 წლის 6 მაისს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 275 650 ლარი იყო.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერით დაინტერესებულ კომპანიას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში 6 622 ცალი ოქროს [მოოქროვილი] და 2 113 ვერცხლის [მოვერცხლილი] მედალი, ასევე 8 735 ცალი მედლის ჩასადები ყუთი უნდა მიეწოდებინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი