ექსკლუზივი: კომენდანტის საათის დარღვევისთვის, პოლიციამ კასპში ახალგაზრდას სცემა - ვიდეო

გამოქვეყნდა:

ძალოვანების ძალადობა მოქალაქეზე - მორიგი ფაქტი შიდა ქართლში მოხდა. კომენდანტის საათის დარღვევის გამო პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცს დაჯარიმების ნაცვლად სცემა.

ინციდენტი სოფელ ფერმაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ნაცემია 45 წლის აზიზ უსუპოვი.

დაზარალებულის დედა "მთავართან" ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ მათთან სამართალდამცველები მივიდნენ და უთხრეს, ამ ფაქტის შესახებ არავისთვის ეთქვა და პატიებაც სთხოვეს, თუმცა ნაცემი ახალგაზრდას დედა მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვს.

ცნობილია სავარაუდო მოძალადე პოლიციელების ვინაობაც. ისინი იგოეთის პოლიციის თანამშრომლები ზურაბ კელაპტრიშვილი და გიორგი შარიქაშვილი არიან

კასპში ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც სამართალდამცველები თავადვე ხდებიან სამართალდამრღვევები და რიგით მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებიან.  

ბოლო ინციდენტის კადრები ექსკლუზიურად მოიპოვა "მთავარმა არხმა" დეტალები კი გაარკვია გიორგი ახალკაცმა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი