დადგა ის დღე, რომელსაც გენერალი მთელი ცხოვრება ნატრობდა - გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი

გამოქვეყნდა:

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც 26 მაისამდე სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

გენერლის ჩამოსვენებას დღეს მისი შვილიშვილებიც ესწრებოდნენ. ამბობენ, რომ მათთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციურია:

"დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, გენერალი გიორგი კვინიტაძე არამხოლოდ ოჯახისთვის წარმოადგენდა დიდ ღირებულებას, არამედ მთლიანად საქართველოსთვის, ის ეკუთვნოდა მთელ ერს, რომელის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და არ შეიძლება მის შთამომავალს ემოციები არ ეუფლებოდეს. 100 წლის შემდეგ უბრუნდება სამშობლოსა და დადგა ის დღე, რომელსაც გენერალი მთელი ცხოვრება ნატრობდა", - ამბობს ნოდარ ოდიშელიძე, გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი.

გენერლის კიდევ ერთი შთამომავალი, მერაბ ოდიშელიძე აღნიშნავს, რომ გიორგი კვინიტაძე სიმამაცისა და პატრიოტიზმის სიმბოლოა.

განსაკუთრებული ემოციები გვეუფლება ჩვენ შვილიშვილებს, საქართველოს ჯარების მთავარსარდალი ბოლოს და ბოლოს უბრუნდება თავის მიწას, სამშობლოს. ჩვენთვის ის იყო მაგალითი სიმამაცის, პატრიოტიზმისა და ამავე დროს თავმდაბლობის. მიუხედავად მისი დიდი ნებისყოფისა თავს სხვაზე ძლიერად არასდროს თვლიდა. იმედი მაქვს, რომ მომავალი თაობისთვის გენერალი გიორგი კვინიტაძე იქნება სიმამაცისა და პატრიოტიზმის მაგალითი", - ამბობს გენერლის შვილიშვილი მერაბ ოდიშელიძე.

ქართული ჯარების მთავარსარდლის ნეშტს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი