უწყლობის მოსაგვარებლად გარდაბანში 16 მილიონი დაიხარჯა - სოფლებში წყალი მაინც არ არის

გამოქვეყნდა:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში 16 მილიონი დაიხარჯა წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად. სამუშაოები ჯერ კიდევ შარშან უნდა დასრულებულიყო. ფული ათვისებულია, მაგრამ ადამიანები წყალს დღემდე ხელით ეზიდებიან და ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვენ - სად წავიდა მათი ფული.

სოფელში ხელისუფლება და მათი წარმომადგენლები მხოლოდ წინასაარჩევნოდ დაპირებებისთვის ჩადიან. წლებია ხელისუფლება ადგილობრივებს ატყუებს, რომ წყალი მალე ექნებათ.

ყველაფერი რომ დროულად  გაკეთებულიყო ახლა ხუთი სოფლის მცხოვრებლებს სახლში უწყვეტი წყალი უნდა ჰქონდეთ. კომპანია "კომფორტმშენ 21-ს" მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება 2019 წელს გაუფორმა და თითქმის 16 მილიონი ლარი გამოყო.

ხუთი სოფელში - მარტყოფში, ნორიოში, ახალსოფელში, ახალ სამგორსა და ვაზიანში ახლა წყალი ყველა ონკანში უნდა მოდიოდეს, თუმცა სამუშაოები დროულად არ შესრულდა და ჯერ წყალიც არსად ჩანს.

სამუშაოების ნაწილი დაწყებულია, თუმცა გაურკვეველი ვადით გაჩერებულია. მოწყობილია სპეციალური ავზები, რომელიც ახლა მიტოვებული, დაუსრულებელი და უსახურია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი