"ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეთა კოლონა თბილისისკენ დაიძრა 

გამოქვეყნდა:

უწყვეტი პროტესტის 209-ე დღე თბილისში მასშტაბური აქციით ჩაივლის.  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან უკვე დაიძრნენ ადამიანები, რომლებიც 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. ქუთაისში, ჰესის მოწინააღმდეგეები   დედაქალაქისკენ კოლონებად დაიძრნენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მათი არცერთი მოთხოვნა ხელისუფლებას ამ დრომდე არ დაუკმაყოფილებია.

მოთხოვნები უცვლელია: შეჩერდეს მოსამზადებელი სამუშაოები, აქციის მონაწილეებს მიეცეთ გუმათიდან ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების უფლება და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცველების თქმით, დღევანდელი დღე ერთგვარი რეფერენდუმი იქნება, სადაც ხალხი დააფიქსირებს, რომ მათ არ სურთ რიონის ხეობაში გიგანტური ჰესი.

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციას უერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ახალგაზრდები უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბებიან და მსვლელობით რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი