ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხისის მოსახლეობა 28 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის გასხვისებას აპროტესტებს. ისინი ამბობენ რომ შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგეს და ამაში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას ადანაშაულებენ.
სოფელ მოხისის მოსახლეობა მიწის შემსყიდველებსა და "ქართულ ოცნებას" შორის კავშირზე საუბრობს.
ადგილობრივების თქმით, ათობით ჰექტარი მიწა ძმებმა ნანეტაშვილებმა შეიძინეს, რომელთაგან ერთ-ერთი ძმა, ბადრი ნანეტაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოადგილეა. ამავდროულად ძმები ფლობენ კომპანია "თრიალეთს", რომლის 10%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრია.
მოხისის მოსახლეობა ამბობს, რომ მათი კუთვნილი მიწის ფართობები გაასხვისა ეკონომიკის სამინისტრომ, რომელის მაღალჩინოსანიც ხაშური-ქარელის მაჟორიტარ ზაალ დუგლაძის ძმაა. მოსახლეობა მაჟორიტართან შეხვედრას ითხოვს.
ადგილობრივები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალსა და რკინიგზას გადაკეტვას გეგმავენ