
"ჩვენ თავიდან ბოლომდე შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად ვიმოქმედებთ. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ამ დოკუმენტის მიხედვით, სასამართლო რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე. ეს პირობა აუცილებლად ბოლომდე იქნება შესრულებული. ამასობაში თუ ვინმეა დასანიშნი, ეს პირები აუცილებლად უნდა დაინიშნონ."
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პასუხი დიპლომატების განცხადებაზე, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებას ითხოვენ.