აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ნათია თურნავას წინააღმდეგ - ახალი მოთხოვნა

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობის მცველები სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული და ხელი აქვს მოწერილი ნამოხვანჰესის მშენებლობის კონტრაქტისთვის.

განცხადება ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებაში",-თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანმა დღეს გიორგი გახარიას გვარიც გააჟღერა და აღნიშნა, რომ დოკუმენტზე მისი ხელმოწერაცაა - "ვინც დამანაშავეა და ხელი აქვს მოწერილი, უნდა აგოს პასუხი" - ამბობს გოლეთიანი

არა ნამოხვანჰესს - რესპუბლიკის მოედანზე გიგანტური ჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დედაქალაქში რეგიონებიდან დღეს დილით, ავტოკოლონებით ჩამოვიდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი