სტიქია ატენში და ხელისუფლებისაგან მიტოვებული ადგილობრივები - მოსახლეობა სეტყვამ და მეწყერმა დააზარალა, გორის მერიას კი ზარალის დამთვლელი კომისია არ შეუქმნია. ხალხი ადგილობრივ მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს.
სოფელში დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი იმყოფებოდა. რომელმაც თქვა, რომ აუცილებელია მუნიციპალიტეტმა ზარალის დათვლის კომისია შექმნას.
"ცოტა ხნის წინ მომხდარმა სტიქიამ სოფელ ატენის მოსახლეობა ძალიან დააზარალა. სამწუხაროდ, გორის მუნიციპალიტეტის მერი თავს არიდებს მოსახლეობასთან შეხვედრას, მეტიც, იმალება. ერთხელ არ გამოჩენილა და არ შეხვედრია მოსახლეობას თუ რა აწუხებს.
დღეს სოფელ ატენის მოსახლეობას აქვს განცდა იმისა, რომ არიან დაუცველები, რადგან სტიქიის განმეორების შემთხვევაში შეიძლება ეს ფატალურადაც დასრულდეს. მნიშვნელოვანია, შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ზარალს", - თქვა მან.
მისივე თქმით, ადგილზე მოსახლეობა დაუცველია, ვინაიდან სტიქიის განმეორების საფრთხე არსებობს.