ბრძოლა "რუსთავი 2-ისთვის" | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

როგორ დაუშვეს ასეთი შეცდომა "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, როგორ დასხდნენ თავის დროზე ზუსტად იმ ადამიანის გვერდით, ვისი საშუალებითაც წინა ხელისუფლებამ მათ ტელევიზია დაათმობინა და როგორ მისცეს ქიბარ ხალვაშს იმ ილუზიის შექნის საშუალება, თითქოს, 2019 წელს "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა? ისინი ხომ ყველაზე ადვილად უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ხალვაში ახლაც ისეთივე ინსტრუმენტი იყო ამ ხელისუფლების ხელში, როგორც მაშინ იმ ხელისუფლების პირობებში. მიზანი კი არანაირი კანონიერი მფლობელებისთვის "რუსთავი 2-ის" დაბრუნება არ იყო, არამედ არხის ხელში ჩაგდება.

და ასეც მოხდა - პირველი დამფუძნებლებისთვის ტელევიზიის დაბრუნების ნაცვლად, სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხელმეორედ წაართვა დვალს და აქიმიძეს "რუსთავი 2" და ეს ისევ ქიბარ ხალვაშის დახმარებით გააკეთა. სამწუხაროდ, ამაში მას თვითონ დვალი და აქიმიძე დაეხმარნენ. წართმევის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა - ახლა "რუსთავი 2-ის" მფლობელები ცდილობენ ზუსტად იმის გაკეთებას, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ - რომ, იურიდიულად, ტელევიზიისგან მხოლოდ ცარიელი სახელი და მასზე მიბმული მრავალმილიონიანი ვალი დატოვონ, ქონება კი სხვაზე გადააფორმონ. ამ მაქინაციით ისინი ცდილობენ თავი აარიდონ გადასახადის დაფარვას და საბოლოოდ მოუსპონ დვალს და აქიმიძეს რუსთავი 2-ის ქონების დაბრუნების შანსი.

 

თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი - "ბრძოლა "რუსთავი 2-ისთვის"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი