ტენდერები და მილიონები ივანიშვილის გარემოცვისთვის - კორუფციული გარიგებები აბასთუმანში

გამოქვეყნდა:

ალბათ გაგიგიათ ძველი ქართული სოფელი სახელწოდებით არალი. არსებობს ამავე სახელწოდების სამშენებლო კომპანიაც, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო საქმიანობა და განსაკუთრებულით არაფრით გამოირჩეოდა. შემდეგ სასამართლოც კი იყო - კომპანიის მფლობელს სატენდერო თანხების გაფლანგვა დასდეს ბრალად და მან ეს დანაშაული აღიარა.

მიუხედავად ამისა, კომპანია, რომელმაც საკუთარი პირით აღიარა, რომ სახლმწიფოსგან მიღებული ფული შეჭამა, სამ თვეში ისევ იგებს ტენდერს და, საერთოდ, მალე მისი მოულოდნელი აღმასვლა იწყება. ეს ხდება მას შემდეგ, რაც კომპანიის საქმიანობა ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება - თუ ადრე ამ კომპანიას 7 წლის განმავლობაში ჯამში, დაახლოებით, 50 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ჰქონდა მოგებული, ბოლო ორწელიწადნახევარში უკვე 125 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მიღებული - როგორც წესი, კონკურენტებისგან მოსუფთავებულ გარემოში.

დღეს კომპანია "არალი" მუშაობს მილიარდერის პროექტებზე აბასთუმანში. იქ, ალბათ, ყველაფერი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ხდება. რაც შეეხება მოგებული ტენდერებით და სახელმწიფოსგან მიღებული მილიონებით დაკისრებულ სამუშაობს, აქ არაერთხელ გაჩნდა კითხვა, რამდენად ხარისხიანად ასრულებს "არალი" დავალებებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კომპანაია "არალმა" მისი მოგებით დასრულებული 116 ტენდერიდან 46-ში უკონკურენტოდ 26-ში კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.

 

გიორგი გვიშიანის სიუჟეტი - "მილიარდერისგან პრივილეგირებული"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი