რესპუბლიკის მოედანზე ვითარება დაიძაბა

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკის მოედანზე ვითარება დაიძაბა - რიონის ხეობის მცველებმა სამოქალაქო აქტივისტებს აქციის დატოვება მოსთხოვეს

კარვების ტერიტორიაზე ზუკა ბერძენიშვილი და სხვა სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ, იმისთვის რომ მხარდაჭერა გამოეცხადათ, მაგრამ რიონის ხეობის მცველებმა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მათ გურამ ფალავანდიშვილის შვილი დაუპირისპირდა და მისთვის მიუღებელი სამკლაურის გამო, აქციიდან გაძევება სცადა.

აქტივისტები - ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი