არც ომბუდსმენი, არც სახელმწიფო ყურადღებას არ გვაქცევს - ჭიათურაში ქალებმა პირი ამოიკერეს

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებულმა კიდევ სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა - პროტესტს ამჯერად ქალები შეუერთდნენ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას ჯამში 8 ადამიანმა მიმართა. ქალები ამბობენ, რომ ამ დრომდე არც სახალხო დამცველი, არც სახელმწიფო მათ არ გამოხმაურებიათ.

"4 დღეა ვშიმშილობთ ქალბატონები, ბიჭები შიმშილობენ უკვე მე-14 დღეა, 98 დღეა გარეთ ვართ და ყურადღების მომქცევი არ გვყავს არავინ, არც სახალხო დამცველი, არც სახელმწიფოს მხრიდან არავინ, ამიტომ დღეს მივიღეთ ქალბატონებმა გადაწვეტილება და ამოვიკერეთ პირი. 

ჩემი სახლი ინგრევა, აქ ვინც ვართ ყველას სახლი ინგრევა . ჩვენი გადაწყვეტილება ახლა მხოლოდ ორია, ან სიკვდილი ან სიცოცხლე", - თქვა აქციის მონაწილემ, თამარ კუპატაძემ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს. ამის გამო სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები კი - დაიმეწყრა.

პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს ან მათ ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაცია გადაუხადოს. "ჯორჯიან მანგანეზი" აღნიშნულზე უარს ამბობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი