"რიონის ხეობის მცველები" თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე მედიასთან ურთიერთობის წესებზე საუბრობენ.
როგორც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ნამახვანჰესის აშენების ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ, მარიტა მუსელიანმა თქვა, ისინი საავტორო გადაცემებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ და მხოლოდ საინფორმაციო სამსახურებთან მუშაობას დასჯერდებიან.
დამძიმდა სურათი და მთელი რიგი საავტორო გადაცემები შეიძლება ჩვენთვის წამგებიანი მდგომარეობა აღმოჩნდეს იმ გაგებით, რომ ვერ გაიგებ რაში გრთავენ და იქ რაღაცა გაუგებარი სურათი გხვდება. ამიტომ, რომ არ მოხდეს მანიპულირება ჩვენი სიტყვით და აზრით, შევზღუდეთ საავტორო გადაცემები და დანარცენი "ნიუსები" და ასე ვთქვათ, ჩაწერა და პირდაპირ "ლაივზე" არ არის ლაპარაკი, ეს ყველაფერი ყველას თანაბრად გეხებათ, - ამბობს მარიტა მუსელიანი.
იხილეთ ასევე: