ამ წუთებში, "რიონის ხეობის მცველები" მსვლელობით რუსთაველის მეტროსკენ მიემართებიან, სადაც ისინი მეტროს მიმდებარე ტერიტორიის პარალიზებას აპირებენ. როგორც "მთავარ არხთან" ვარლამ გოლეთიანმა თქვა, ვიდრე მათ მოთხოვნებს ხელისუფლება დააკმაყოფილებს, მათ გზის გადაკეტვის უფლება აქვთ.
"ვხედავთ, რომ ხელისუფლება არანაირ ანგარიშს არ გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი არის არა ახირებული, არამედ დასაბუთებელი და ის, რამაც ხალხის ნაკადი მოიყვანა აქ, არის ის, რომ ჩვენ მივიტანეთ სწორად ინფორმაცია ადამიანებამდე. ამიტომ რადგან უგულებელყოფა ხდება პირდაპირ ჩვენი სამართლიანი პროტესტის, ჩვენ გვაქვს უფლება, ქართულ საზოგადოებას, გადავკეტოთ გზა, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი სამართლიანი უფლებები", - ამბობს გოლეთიანი.
იხილეთ ასევე: