ახალი კარვების ქალაქი თბილისში - დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი უკვე მეორე დღეა პარალიზებულია. რიონის მცველები სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებისთვისაც ემზადებიან. ეს პროტესტის მონაწილეების მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხევაში მოხდება.
ხელისუფლება რომ დათმობებზე წასვლას არ აპირებს, ეს "ოცნების" ლიდერების განცხადებებიდან მკაფიოდ იკითხება. ახლა "ოცნებასა" და რიონის მცველებს რამდენიმე საათი აქვთ სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად. დღევანდელი პროტესტი ზუსტად იქ დასრულდა, საიდანაც დაიწყო თბილისის ქუჩებში მსვლელობის შემდეგ. სახალხო პროტესტის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე კარვებში რჩებიან.