ჭიათურა ყველა დროის ყველაზე მასშტაბურმა აქციამ მოიცვა. სოფელ ჩუქრუთის მოსახლეობას საკუთრების დაცვა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწევს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები უკვე ორი კვირაა პროტესტის უკიდურეს და ყველაზე მძიმე ფორმას მიმართავენ, მათი ბედით ხელისუფლების არც ერთი რგოლი არ დაინტერესებულა.
არადა სწორედ ხელისუფლების კარის ბიზნესმენის გიორგი კაპანაძის ["რიჟა"] საკუთრებაა ის კომპანია, რომელთანაც მოშიმშილეებს პრეტენზიები აქვთ. "ჯორჯიან მანაგაზნეზის" მიერ წარმოებული სამუშაოების გამო შუქრუთში სახლები ინგრევა, საკარმიდამო ნაკვეთებში გადაადგილება კი უკვე დიდი საფრთხის შემცველია.