ულტიმატუმი ძალაში რჩება - "რიონის მცველები" დედაქალაქის პარალიზებას იწყებენ. დღის 12 საათიდან მთელი თბილისი საცობში იდგა. ამ ეტაპზე ეს არის ბრძოლის უკიდურესი ფორმა, რომელიც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ყურადღების მისაქცევად და მიზნის მისაღწევად აირჩიეს. თუ მმართველი პარტია კომპრომისზე არ წავა, "რიონის ხეობის მცველების" პროტესტი მთელ დედაქალაქს მოიცავს - გადაიკეტება ცენტრალური გზები, დაიწყება შენობების პიკეტირება და უწყვეტი მანიფესტაციები.
"ქართული ოცნება" ჯერჯერობით უარზეა. მმართველი პარტიიდან მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ გაუგებარი ინიციატივა გამოიჩინა და სახალხო მოძრაობის ლიდერს შეხვედრა შესთავაზა, მაგრამ კახა კუჭავას მალევე გადააფიქრებინეს.
პრემიერმინისტრმა ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს პირდაპირ უთხრა, რომ ულტიმატუმი მიუღებელია - ჰესები კი საჭირო. ამ დროისთვის "რიონის მცველები", რომლებიც დედაქალაქში 200-დღიანმა ბრძოლამ და ოთხმა მთვარმა მოთხოვნამ ჩამოიყვანა, კვლავ პირველი რესპუბლიკის მოედანზე რჩებიან.