ულტიმატუმის ენაზე მთავრობის წევრების შეფასება არაადეკვატურია - გოლეთიანი

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობის მცველება რესპუბლიკის მოედანზე მეორე ღამე გაათენს. დღეს ისინი დედაქალაქის ქუჩების პიკეტირებას იწყებენ, 4 საათზე იგეგმება მსვლელობა. აქციის ორგანიზატორები ზუსტ მიმართულებას და პიკეტის ადგილებს სცენიდან გააჟღერებენ.

"რაც შეეხება ულტიმატუმის ენას, იცით, რომ 211 დღე გავიდა უკვე ჩვენი პროტესტის დაწყებიდან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეფასება არაადეკვატურია, მათ ამოწურეს ყველანაირი სივრცე დიალოგის, მიგვიყვანეს თავად ამ მდგომარეობამდე, პროტესტის ამ ფორმებამდე, ამიტომ ახლა ჩვენ არ დაგვრჩენია სხვა არაფერი, თუ არა გაერთიანება, ვგულისხმობ საზოგადოებას და ჩვენი გაერთიანებული ძალებით ბრძოლა ამ უსამართლობის წინააღმდეგ", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა. 

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია - გავიდეს კომპანია "ენკა" რიონის ხეობიდან, გაუქმდეს გაფორმებული ხელშეკრულება და ჰესის მშენებლობაზე გამოცხადდეს მორატორიუმი. გარდა ამისა აქციის ორგანიზატორები ითხოვენ ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვეს და დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველას, ვინც თურქულ კომპანიასთან, ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი