ქუთაისში "მაქსიმის" 200-მდე მძღოლი აქციას მართავს - ისინი ტარიფის შეცვლას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისში კომპანია "მაქსიმის" 200-მდე ტაქსის მძღოლი საპროტესტო აქციას მართავს. პროტესტის მონაწილეების განმარტებით, განვლილ მანძილზე მომხმარებელს ტაქსის კომპანია იგივე ტარიფს სთავაზობს, რაც საწვავის გაძვირებამდე იყო. მძღოლების თქმით კი, მომსახურების სერვისით გაძვირებული საწვავის გამო აღარანაირი მოგება აღარ რჩებათ.

დილიდან ტაქსის მძღოლებმა მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს. 

"ჩვენი მუშაობის შეწყვეტის მიზეზი არის გაზრდილი საწვავის ფასი და დაბალი ტარიფები ჩვენ კომპანიაში. ჩვენ ამით გვინდა მივაწვდინოთ ხმა კომპანიის წარმომადგენლებს, რომ დაგვიკავშირდნენ, გადახედონ ტარიფებს, გამოვიდნენ ჩვენთან კონტაქტზე, შეგვხვდნენ, მოისმინონ ჩვენი პრობლემები და ერთდროულად გადავჭრათ პრობლემა", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ სარგებელზე საუბარიც ზედმეტია, რადგან მანქანის საწვავით მომარეგბასაც ვერ ახერხებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი