შესაძლოა დღეს მოლაპარაკება გაიმართოს - რას აპირებენ ბორჯომში გაფიცულები

გამოქვეყნდა:

კომპანია ბორჯომის გაფიცული თანამშრომლები დილიდან პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად არიან შეკრებილები. მათი თქმით, დღეს, 25 მაისს, 12:30 წუთზე მათთან შესახვედრად კომპანიის წარმომადგენელი უნდა მივიდეს.  ამის შესახებ ოფიციალური განცხადება "ბორჯომს" არ გაუკეთებია.

"შესაძლოა გაიმართოს მოლაპარაკებები, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან შევცვალეთ გეგმები, რომ მოლაპარაკების პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ჩვენი მიზანია მოლაპარაკება და შედეგის მიღწევა. მე რა ინფორმაციაც მაქვს კომპანია მზადაა დიალოგი პროფკავშირების ჩართულობით გაიმართოს", - ამბობს ერთ-ერთ გაფიცული თანამშრომელი.

მათვე თქმით, თუ კომპანია პროფკავშირების დასწრებაზე უარს იტყვის, აქციები და პიკეტირებები გაგრძელდება. 

კომპანია ბორჯომის ორივე ქარხანა უკვე 8 დღეა პარალიზებულია. კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასის მატებას მოითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი