1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება

გამოქვეყნდა:

1-ლი ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

"საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ, რაც ამოქმედდება 1-ლი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ასევე PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით, ამ შემთხვევა პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ცაიტარონ PCR ტესტი", - თქვა გიორგი ღიბრაძემ.

ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება აქვთ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით, ემატება:

  • კანადა,
  • იაპონია,
  • ქუვეითი,
  • ჩინეთი,
  • სამხრეთ კორეა,
  • მოლდოვა 
  • ომანი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი