"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) საქართველოში საგანგებო მდგომარეობასა და პანდემიისას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად ადამიანის ძირითადი უფლებები დააზარალა, ვინაიდან "სწორედ მათი შეზღუდვა იქცა პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღად".
ორგანიზაციას პანდემიასთან ბრძოლა სამ ეტაპად აქვს დაყოფილი: საგანგებო მდგომარეობამდე, საგანგებო მდგომარეობისას და de facto საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
ანგარიშის თანახმად, de facto საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2020 წლის 23 მაისიდან დაიწყო, ხელისუფლებისთვის "ექსტრაორდინალურად დიდი უფლებამოსილების გადაცემას უკავშირდება".
"კონსტიტუციური დემოკრატია და კანონის უზენაესობა საქართველოში არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. სახელმწიფოში დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა არის დაბალი. გასათვალისწინებელი ფაქტორია ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის ბოიკოტი. ყოველივემ ეჭვქვეშ დააყენა აღმასრულებელი ხელისუფლების ექსტრაორდინალურად გაზრდილი ძალაუფლებაზე ეფექტური პოლიტიკური თუ სამართლებრივი კონტროლის განხორციელება",- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლის 22 მაისიდან ერთი წლის პერიოდში არაერთი კონსტიტუციური უფლება შეიზღუდა.
"საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი, საქართველოში ჩატარებული რაიმე კვლევა, რომელიც შეაფასებდა, კომენდანტის საათის ეფექტურობას, იმ პირობებში როდესაც ყველა სხვა შეზღუდვა მოხსნილი ან შემსუბუქებულია",- ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ორგანიზაციის თქმით, 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 93 403 ჯარიმა გამოიწერა, მათი შეფასებით კი მაღალი ალბათობით, ჯარიმათა აბსოლუტური უმრავლესობა უკანონოა.
აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით:
კომენდანტის საათი:
სასამართლო და სამოქალაქო კონტროლი:
Covid რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით:
რეკომენდაციებს და დამატებით დეტალებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.