ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლების შეხვედრა დამსაქმებელთან დღესაც არ შედგა. მოლაპარაკებების გამართვა ხვალისთვის, 26 მაისისთვის გადაიდო. პროფკავშირების წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანიას ახალი დირექტორი ჰყავს, რომელიც გაფიცულებთან აუდიენციას ხვალ აანონსებს.
"კომპანიის დირექტორმა დამირეკა, თბილისშია ხვალ გაიმართება მასთან შეხვედრა, მათი მხრიდან არის მზაობა მოლაპარაკების, არის მზაობა შეთანხმების. ამ საუბრისას დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა და აუცილებელია შეხვედრა, რაც მანაც დააფიქსირა და მეც დავაფიქსირე.
ბატონი მერაბი მოვა თქვენთან გაგესაუბრებათ და მისი მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჟესტია ის, რომ აქ მოვა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ხვალ 12:00-დან 13:00-მდე იქნება ეს შეხვედრა",- თქვა პროფკავშირების წარმომადგენელმა.
ასობით ადამიანი ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხივნით 8 დღეა აქციებს მართავს, ამ ხნის განმავლობაში პარალიზებულია კომპანია ბორჯომის ორივე ჩამომსხმელი ქარხანა.