
"ეს არის დიდი ტერიტორია... ამიტომ, არ შეიძლება კერძო პირის ხელში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება უცხოელი თუ ეს იქნება ქართველი, გადადიოდეს მთელი ხეობა. ეს არის, რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებაა. ამიტომ ამ და სხვა ნაწილში, თუნდაც მომგებიანია თუ არა ეკონომიკურად ეს პროექტი. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ხელშეკრულებაში დათმობილია მათ შორის ეს ნაწილიც და არანაირ მოგებას აქედან პრაქტიკულად სახელმწიფო ვერ ნახულობს და თან ამ ხელშეკრულების გამფორმებელი არის თავად და ეს ბადებს ყველაზე დიდ ეჭვს, რომ აქ არის კორუფციული გარიგება".
- ამბობს რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.