"რიონის ხეობის მცველებმა" ფილარმონიიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეთეს.
"ჩვენ კიდევ ერთ გამაფრთხილებელ გადაკეტვას გავაკეთებთ. ამით ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ პროცესი რომელიც დაწყებულია გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. სხვა გზა უბრალოდ არაა", - თქვა აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.
ცნობისთვის, ხვალ 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაანონსებული აქციის შემდეგ, აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და უწყვეტ აქციას გააგრძელებენ.