იუსტიციის სამინისტროს დამალული დასკვნა და პრემიერის ტყუილი - დოკუმენტი, უკვე 2 წელია იუსტიციის სამინისტრის გადამალული აქვს და მისი არსებობის შესახებ, სავარაუდოდ იცოდა ირაკლი ღარიბაშვილმაც რომლმაც განაცხადა, რომ ხელშეკრულებას იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის.
როგორც ირკვევა დასკვნაში ასახულია 22 კრიტიკული შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, ავტორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გამოსწორდეს აღნიშნული საკითხები. დოკუმენტი 2019 წლის 30 მარტსაა მომზადებული. ხელშეკრულება "ენკასა" და ხელისუფლებას შორის კი ზუსტად ერთი თვის შემდეგ 31 აპრილს გაფორმდა.
მმართველი გუნდი, დღეს დასკვნის მომზადების პერიოდს ვერ იხსენებს. როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, ახლა დოკუმენტი უნდა ნახოსა და ამის შედეგ შეძლებს კომენტარის გაკეთებას. "შეიძლება აქაც ეგრე იყო, არ ვიცი, არ მახსოვს, ამას გადამოწმება სჭირდება", - ამბობს სარჯველაძე, რომლის ხელმოწერაცაა აღნიშნულ დასკვნაზე. მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესზე "იქნებოდა დამოკიდებული, მისი გათვალისწინება, არ გათვალისწინების საკითხი".
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კი ამბობს, რომ "აბსოლუტურად იდეალურად გამართული არ შეიძლება იყოს რომელიმე პროექტი".
რაც შეეხება ოპოზიციას, მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ დოკუმენტების გასაიდუმლოება, სწორედ ამ პროექტთან "ქართული ოცნების" კორუფციულ ინტერესებზე მიუთითებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ახვლედიანის თქმით, "სახელმწიფო ინტერესების ნიველირების ხარჯზე, კომპანია უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენეს".