ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ამჯერად გმირთა მოედანი გადაკეტეს. ადგილზე მოქალაქეები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
ადგილზე სამართალდამცველები არ იმყოფებიან.
ცნობისთვის, უკვე მესამე დღეა, თბილისში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. "რიონის ხეობის" მცველები დედაქალაქის დატოვებას ხვალ, 26 მაისს აპირებენ.