ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტის, "რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველის", მაკა სულაძის თქმით, იმის გამო, რომ აქციაზე შეიძლება სხვა რელიგიის წარმომადგენელიც იდგეს, მსვლელობაში მონაწილეობას ჯვრით აღარ მიიღებს.
"გთხოვთ, თუ გინდათ ვიყოთ მართლაც თავისუფლები, მართლაც დამოუკიდებლები, მართლა ღირსეული ერი, ერთმანეთს ვცეთ პატივი, ერთმანეთის ღირსება დავიცვათ და რაღაც დავთმოთ. თუკი ჩვენი წარდგენა საზოგადოებაში რაიმე ნიშნით პრობლემას უქმნის, მოდი და შევცვალოთ. აი, მე დღეს იმ ჯვრით ვმონაწილეობ მსვლელობაში, რომელიც აქამდე გულით მიტარებია. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ყოველთვის ასე დარჩება. ის ჩემი არამხოლოდ რწმენის სიმბოლოა, არამედ ჩემი მიწის, ჩემი ცის და ჩემი სულკურთხეული დედის სიმბოლოა, მაგრამ თუკი გვერდით მიდგას სხვა რელიგიის წარმომადგენელი და მან ეს არ იცის, შეიძლება ამით უხერხულობა შევუქმნა. ამიტომ გადავწყვიტე, რადგან თბილისი მრავალფეროვანი ქალაქია, მე ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი უხერხულობას. ეს არის მაგალითი მათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა, რომ განმასხვავებელი ნიშანი ატაროს", - ამბობს სულაძე.