92 ხმით არცერთის წინააღმდეგ, პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მიიღეს.
პროექტი დეპუტატებს ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.
ფოტოს Facebook-ზე შალვა პაპუაშვილი ავრცელებს.