საქართველო უნიკალურ ანტირეკორდს ამყარებს. გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანა მსოფლიო ათეულში შედის - უმუშევრობის მიხედვით.
ოფიციალური ფაქტებით 2020 წელს უმუშევრობა საქართველოში 18.5 % იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ და ცალსახად ადასტურებს ქვეყნის ხელისუფლების არაეფექტურ ეკონომიკურ და ჯანდაცვის პოლიტიკას. დღეისათვის კი უმუშევრობის მაჩვენებელმა 21%-ს გადააჭარბა.