პოლიციის მობილიზებაა რიონის ხეობაში. სამართალდამცველებმა გუმათის დასახლებაში რკინის ჯებირები ისევ აღმართეს. პერიმეტრზე განლაგებულია ბარიკადებიც.
ადგილზე მყოფი რიონის ხეობის მცველების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რიონის ხეობაში განსაკუთრებული მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარლამ გოლეთიანმა ადგილზე ჩასვლა დააანონსა.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველები დღეს, 26 მაისს 16:00 საათზე თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავენ, შემდეგ კი გუმათის დასახლებაში დაბრუნდებიან.