თითქმის სამი თვეა, 2021 წლის 17 მარტიდან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობის დღეებს გლდანის ციხეში ატარებს.
"მთავარი არხის" ვებგვერდს მან საკუთარი ჩანაწერები გამოუგზავნა, სადაც საკუთარ ემოციებზე, ციხის კედლებს შორის გატარებულ დღეებსა და ყოველდღიურობაზე საუბრობს. ჩანაწერები მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯის დღიდანაა გაკეთებული.
გოგი წულაიას ჩანაწერებს უცვლელად გთავაზობთ:
მოსამართლემ მლეწა 2-თვიანი და პროკურორმაც და მოსამართლემაც ბედნიერი სახით რომ დავალება შეასრულენ, რომ მათ ხელფასებს, ბედნიერებას პრობლემა არ შეექმნებათ, მთავარი მათთვის ხომ ეს არის. სამართალი და გოგი წულაია თავისი ოჯახით ფეხებზე არ კიდიათ? დატოვენ დარბაზი, მე დამადვეს ბორკილები და ჰერი-ჰერი მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ, ანუ გლდანის ციხისკენ.
შემიყვანეს ციხეში და ისე შემხვდენ ციხის მოსამსახურე პერსონალი, ღვიძლი ბიძაშვილები მეგონა. სოლიდარულები იყვნენ სუყველანი დაბალი ჩინიდან დაწყებული, მაღალი ჩინით დათავრებული. დამთავრდა პროცედურები და მოვითხოვე, რომ თუ სადმე შიმშილობდნენ, ისეთ კამერაში შევეყვანე. მე უკვე 2 დღე, კაპეზედან დაწყებული ვშიმშილობდი და სამარტოო საკანში 107-ე ნომერში დამაბინავენ. ყურადღება იყო მართლა ნორმალური მაგრამ შემიყვანენ თუ არა, დაღლილ-ნანერვიულებს მალე დამეძინა.
ხარ ახალ, შენთვის თითქმის უცნობ სამყაროში და იწყებ ფიქრს, როგორ გაუძლო ღირსეულად, არ დაყარო ფარხმალი. თავში მხოლოდ ეს მიტრიალებს და ვიწყებ გახსენებას ოფისიდან, ციხიდან დაწყებული, "თეთრი ბაირაღებით" დამთავრებული თუ რამე წამიკითხავს, თუ რამე მინახავს, თუ რამე მოუყოლიათ და წამოვიდა და წამოვიდა გონებაში მოგონებები.
ჩემი პარლამენტარობის დროს 1992-1995 და 2004-2009 და სხვადასხვა დროს ნამყოფი ვარ რუსთავის კოლონიაში, თბილისის ციხეში (ძველში). რამდენჯერმე ქუთაისის ძველ და ახალ ციხეში, ქსნის ორივე ზონაში და გეგუთის ზონაში და რავიცი კიდო სად არა. ორი ამბავი მახსენდება ყველაზე უფრო.
გეგუთის ციხეში იჯდა თემური ჟორჟოლიანი. ჩემი ყოფილი მონარქისტულ-კონსერვატორული პარტიის თავმჯდომარე. აცხონოს ღმერთმა. ყველა ხელისუფლებას ჰყავდა დაჭერილი, ზვიადის, ედიკას და მიშასაც და არ არის ცოცხალი, თორემ ესეც დაიჭერდა. 1996 წელი არის ედიკას ხელისუფლება, ჩავედით მე და ჩემი მეგობარი სანახავად. ის შეუშვეს, მე საბუთის თუ რაღაც მიზეზით არ შემიშვენ, გარეთ ველოდებოდი. არ გასულა 20 წუთი, მიძახიან შემოდი. შემიყვანენ. ვიკითხე, ეს როგორ. ამიხსნენ, თურმე თემურიმ თხოვა ზონის მაყურებელს, კანონიერ ქურდს დურუს. გარდაცვლილია, მოკლენ ქუტაისელი თან სულ ბოდიშებს მიხდიდნენ რომ გალოდინეთო. მოკლედ რომ ვთქვა, ასე დამთავრდა ჩემი შეხვედრა თემურთან.
...მეგობარი მოვიდა, ბავშვი მომინათლეო. კი-თქვა, სხვა რა უნდა უთხრა, როცა ნათლობას გთხოვენ. შავი სამყაროს წარმომადგენელია, ედიკას დროა. ხო მარა იცოდეო, ქსნის ციხეში უნდა მოვნათლოთო. ნათლია 4 ვიყავით მაგრამ ერთ-ერთი, გია, ქუთაისელი ქურდი, ქსნის ზონის მაყურებელი იყო. ჩავედით, მამაოც ადგილზეა, 20-ლიტრიანი, თავის პურ-მარილიც მზად არის. მოვნათლეთ და დაღამებამდე ჰარი-ჰარალეც გავმართეთ.
აღსნა მომცა კარგი, ნათლული ბიჭია, პოლიტიკოსსაც მოგანათლიეო, ქურდსაცო და მშრომელ ადამიანებსაცო. აირჩიოს რომელიც უნდაო. გადასძალა ქურდულმა - საბერძნეთში იყო დაჭერილი...
92-95 წლების, ანუ პირველი პარლამენტის მოწვევის წევრი ვარ და მთხოვენ პატიმრის ნახვას მის უფლებებთან დაკავშირებით. მახლავს ეს მეგობარი, ვინც მთხოვა. ავდივართ რეჟიმის უფროსთან, მაშინ, ანუ ედიკას პერიოდში, ნებისმიერ პარლამენტარს შეეძლო ციხეში მისვლა და პატიმრის ნახვა. მერე მიშამ გაამკაცრა და პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მოგცეს უფლება. მოკლედ, რომ უნდა შევიდეთ კაბინეტში, გამოჰყავთ პატიმარი კაბინეტიდან და რას ვუყურებ - ჩემ უკანა ბინაში მცხოვრებია. სახელად რაული, რომელსაც სიკვდილი აქვს მისჯილი. გამარჯობა. არ მპასუხობს. რაულ, სიგარეტი ხომ არ გინდა, რამეს ხომ არ დამაბარებ, თავი გადაიქნია და წავიდა. მისი თვალებიდან სიკვდილი უკვე იყურებოდა. მოძრავი მკვდარი იყო. თურმე მალე დახვრიტენ, რამდენიმე თვეში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. მეც მივეცი ხმა. ახლაც თვალწინ მიდგას მისი თვალები.
მოვითხოვე, თუ გაქვთ ახალი აღთქმა, კი გვაქვს მაგრამ ერთი ცალიო და რომ მივაგნებთ, რომელ კამერაში აქვთ წაღებული, მოგიტანთო. თუკი პატიმარმა ახალი აღთქმა მოითხოვა და მონანიება-გამოსწორება უნდა, 3 ეგზემპლარი მაინც უნდა ქონდეს ამხელა ციხეში. რომ გავალ აუცილებლად ვაჩუქებ რამოდენიმე ცალს.
1 საათში მომიტანენ და გადავეშვი მის კითხვაში.
ადვოკატი მოვიდაო და გამომიყვანენ კამერიდან ალბათ 40 წუთში დამაბრუნენ კამერაში. პატიმარი დამხვდა, გავიცანით ერთმანეთი. წალენჯიხელი იყო, ვისაუბრეთ. მეც ვშიმშილობო და მიტომ შემომასახლეს შენთანო.
შევთანხმდით, რომ მეგრულის გაკვეთილებს ჩამიტარებდა. მე ჩემი ჭკუის სწავლა ხომ არ არის, საერთოდ ყველას ვენდობი. სულ მეჩხუბებოდა მამაჩემი, მაგ მიამიტობა დაგღუპავსო და ქეც დამღუპა, ვარ ახლა ციხეში. მოსაყოლი რა მქონდა, რომ მომეყოლა და ამისთვის არ ყავდათ გამოშობილი ეს, მერე მივხვდი, მაგრამ ერთი სამჯერ რომ მკითხა რამდენხანს აპირებ შიმშილობასო და ვუთხარი, რომ ამ დღეებში ალბათ შევწყვეტ-თქვა, 1 საათში, მე მეტს ვეღარ ვუძლებო და მორიგეს გააყვანინა მისი თავი.
ასე დამთავრდა ჩემი მეგრულის სწავლა. მოკლედ რომ ვთქვა, რამდენს გავუძლებდი ის აინტერესებდათ და ის გაჭირვებულიც 2 დღე აშიმშილენ.
ახლა გადავიკითხე ჩემი დღიურები. არ მომეწონა და თავს ვანებებ წერას....
ამის შემდეგ, გოგი წულაიამ დღიურების წერა უკვე "მთავარი არხის" ვებგვერდის თხოვნით გააგრძელა. მის ჩანაწერებს ჩვენს მკითხველს, ეტაპობრივად, მომდევნო დღეების განმავლობაში შემოგთავაზებთ.