„ბორჯომის“ ქარხნის ადმიანისტრაციასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა | ცხრადღიანი პროტესტი დასრულდა

გამოქვეყნდა:

ცხრადღიანი პროტესტი ბორჯომში, ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებისა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმებით დასრულდა. კომპანიამ დასაქმებულთა მოთხოვნა ხელფასების მატებაზე დააკმაყოფილა და პირობა დადო, რომ გაფიცული თანამშრომლების მიმართ რეპრესიები არ იქნება.

შეთანხმების თანახმად, ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების ხელფასები გათანაბრდება და მინიმუმ 30, მაქსიმუმ 60 პროცენტით გაიზრდება, ასევე, დაემატება ახალი თანამშრომლები, რათა მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს. გარდა ამისა, კომპანია დათანხმდა, რომ თანამშრომლებს ზეგანაკვეთური სამუშაო აუნაზღაუროს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნით უკვე შეიცვალა ქარხნის ხელმძღვანელობა და მოლაპარაკებები ახალმა დირექტორმა მერაბ ახმეტელმა გამართა, შეთანხმების პირობებს მხარეებმა წერილობით ხელი მოაწერეს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალ დირექტორს ნდობას უცხადებენ და ხვალიდან სამუშაოს დაუბრუნდებიან.

ცნობისთვის, ბორჯომის ქარხნების თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი