"რიონის მცველები" თბილისიდან იმერეთში უკვე დაბრუნდნენ. ქალაქის შესასვლელში მათ ქუთაისელები ტაშით დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქში წასვლა რიგი მიზეზების გამო ვერ მოახერხეს, რის გამოც ისინი სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ქუჩაში გამოვიდნენ და აქციის მონაწილეებს დახვდნენ.
გუმათში საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. სამართალდამცველები ადგილზე ავტომობილებით არიან განლაგებული. პოლიციელების მობილიზება ადგილზე დილიდან დაიწყო, ამის მიზეზი კი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება გახდა.
იხილეთ ასევე: