თბილისში გაზი დაახლოებით 8 თეთრით ძვირდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მოსახლეობას ბუნებრივი აირის ტარიფი ერთ კუბერ მეტრზე 7.8  თეთრით გაეზრდება. ეს გადაწყვეტილება "სემეკმა" დღევანდელ სხდომაზე მიიღი. კომისიას მოთხოვნით "თბილისის ენერჯიმ" მიმართა.

კომპანიის განცხადებით, გაზს 34 თეთრად ყიდულობენ და 26 თეთრად ყიდიან ,რაც ლარის კურსის ცვლილებითა გამოწვეული, ამის გამო კომპანიას 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს.

გაზის ახალი ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ლი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი