გოლეთიანი: მოგვივიდა ინფორმაცია რომ შეჩერებულია სამუშაოები, ხვალ გადავამოწმებთ

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობის მცველების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ "ენკამ" ხეობაში სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა, თუმცა მათივე თქმით, ეს ინფორმაცია გადასამოწმებელია:

მოგვივიდა ინფორმაცია, რომ შეჩერებულია სამუშაოები ,დღეს არ უმუშავია კომპანიას. ვერ გადავამოწმეთ სამწუხაროდ რამდენად მართალია, მაგრამ ხვალ უკვე ვფიქრობთ, რომ ვნახოთ ჩვენი თვალით." ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობა კი რკინის "ფარდებით" ისევ ორადაა გაყოფილი. აქციის ორგანიზატორები არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას და ამბობენ, რომ გუმათთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ხვალაც აქტიურ პროტესტს გეგმავენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა თავისი სპეცტექნიკით 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი