გუმათში ისევ ხმაურია. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები იმ რკინის კედელს ურტყამენ მუშტებს, რომელიც ხეობაში პოლიციამ აღმართა, ხეობა ორად გაყო და მისი დაზიანების გამო გამოძიებაც კი დაიწყო.
გარდა ამისა, შეგახსენებთ,რ ომ ამ საღამოს "ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს. როგორც სახალხო დამცველის სპეციალურმა წარმომადგენელმა თქვა, იგეგმებოდა დაკავებულების გადაყვანა იზოლატორში, ჯერჯერობით სხვა დეტალები და ვინაობა, ვინ არინ ისინი უცნობია. არსებული ინფორმაციით, პოლიცია მათ დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობის გაწევას ედავება. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია რომ ერთი ადამიანი დაპირისპირებისას ცუდად გახდა.