გორის შესასვლელ-გამოსასვლელებში განთავსებული გამშვები პუნქტები გაუქმდა. ექვს წერტილში, სადაც სამართალდამცავები და სამხედროები მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებდნენ, შესაბამისი ინვენტარი აღარ არის. გამშვები პუნქტების დემონტაჟის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
31 მარტიდან ამ დრომდე, 200 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. 180 ათას მანქანას კი ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები. რაც შეეხება ცხელების შემთხვევებს, სულ 42 ცხელების შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა კორონავირუსი, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
გორის შესასვლელ-გამოსასვლელებში გახსნილ გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეებს თერმოსკრინიგი 31 მარტიდან ამ დრომდე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მოზნით უტარდებიდათ.