ჭავჭავაძის გამზირზე ხელახლა დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისი მერის მოადგილე გამოეხმაურა.
ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ უკვე რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირის ხელახლა გადათხრა წინასწარ დაგეგმილი იყო და კომპანიას სამუშაოები შეცდომით არ ჩაუტარებია.
იმის გამო, რომ მანქანით გადაადგილებისთვის დისკომფორტი არ შეექმნათ და გზაზე არ ყოფილიყო ეს ჭის სახურავები წამოწეული, ამიტომ მოხდა ასფალტის ქვედა ფენის დაგება. ვიდრე მოძრაობას აღვადგენდით, მაგიტომ დავხაზეთ, რომ სწორად მომხდარიყო მოძრაობის აღდგენა, თორემ დაუხაზავი რომ ყოფილიყო, შეიძლება საავარიო სიტუაცია შექმნილიყო, - ამბობს ირაკლი ბენდელიანი.
კახი კალაძის მოადგილის თქმით, ეს სამუშაოები ერთი კვირის შემდეგ დასრულდება.