ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუმათში დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აქტივისტები დარბაზში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. მათ გამოძიება პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
დაკავებულების ადვოკატები წარდგენილ მუხლებს არაკანონიერად თვლიან და მათი დაცვის ქვეშ მყოფების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
ცნობისთვის, გუშინ, 27 მაისს, შსს-მ გუმათში აქციაზე 8 პირი დააკავა.