"ჩვენი მიზანია, შეეზღუდოს კომპანიას გადაადგილება და შევაჩეროთ მუშა პროცესი" | რა ხდება გუმათში 

გამოქვეყნდა:

გუმათში დღე ხმაურიანი იქნება. ჰესის მოწინაღმდეგეები გუმათის დასახლებაში დღესაც გეგმავენ პოლიციის მიერ ე.წ. გამშვებ პუნქტთან განლაგებულ რკინის კედლებზე ხელების ბრახუნით ხმაური გამოიწვიონ და ხელისუფლებას ხმა ამ ფორმით მიწვდინონ.

პარალელურად უკვე მესამე დღეა ხეობაში მყოფი აქციის მონაწილეები "ენკას" ტექნიკას გადაადგილების უფლება არ აძლევენ. არსებული ინფორმაციით პოლიციის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰესის მშენებელი კომპანია მუშაობას განაგრძობს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, გამთენიისას აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება იყო. 

"გარკვეული დაპირისპირება იყო სპეცრაზმთან, გადაწიეს ჩვენი თანამოაზრეები გზიდან და გაატარეს "ენკას" მანქანები. ჩვენი მიზანია, შეეზღუდოს კომპანიას გადაადგილება და შევაჩეროთ მუშა პროცესი" - ამბობს გოლეთიანი.

 ნამაცვანჰესის მშენებლობას "რიონის ხეობის მცველები" უკვე 215-ე დღეა აპროტესტებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი