გუმათში ხმაურია - პროტესტი განახლდა, პოლიცია აქციის მონაწილეებს გადაადგილების უფლებას ისევ არ აძლევს.
უწყვეტი აქციის მონაწილეებმა უკვე რამდენიმე დღეა ტრადიციად აქციეს ყოველ საღამოს, რკინის კედელზე ხელების ბრახუნით საკუთარი პროტესტის დაფიქსირება.
ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები კი რიონის ხეობის მცველებს ისევ არ აძლევენ გადაადგილების უფლებას და არ უშვებენ სოფელ ნამოხვანისკენ.
ამ ყველაფრის შემდეგ, რაც აქ ხდება, მორალური უფლება აღარ აქვს "ენკას" აქ ყოფნის, რა მდგომარეობაშიც ამ ქვეყნის მოსახლეობას აგდებს. ვინც ამას ადევნებს თვალს, მართლ აღარ შეიძლება ამის ამ თვალით ყურება, რომ ვითომ არაფერი და იმ ხალხის პრობლემაა მარტო ვითომ ვინც რიონის ხეობაში დგას მხოლოდ.
აქ გავლა არის პრინციპული საკითხი. მთლიანი ხეობა არის ამ ბარიკადს იქით და არ გვიშვებს, როგოც მის კერძი საკუთრებაზე და ჩვენთვის ეს არის პრინციპი, რომ გადავიდეთ ამის იქით...
ჩამდგარია რობოკოპები, წყლის ჭავლის მანქანები და საკუთარ მიწაზე არ გვეძლევა გადაადგილების საშუალება. რაზეა ამის შემდგ საუბარი, რა უფლებებზეა ამ ქვეყანაში, რას ვიცავთ საერთოდ, რისთვის ვცხოვრობთ, შეაფასოს საზოგადოებამ. ათასი სპეკულაციის საგანი გახდა და ამის აღქმა თუ ასეთია ძნელია, რაც აქ ხდება არ ვიცი, მაშინ მიმინდია იმ ხალხისთვის ვინც გვიყურებს და არ აკეთებს არაფერს ამ ყველაფრის წინააღმდეგ" - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.