პროტესტის კიდევ ერთი ეპიცენტრი და სრულ იზოლაციაში მოქცეული ჰესის მშენებელი კომპანია. "ენკას" ბაზიდან ნამოხვანის მიმართულებით არსებულ ყველა გზას ხეობის მცველები აკონტროლებენ. სოფელ სორმონთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, 4 ლოკაციაზე მყოფი უწყვეტი პროტესტის მონაწილეები, კომპანიას აღარ მისცემენ უფლებას სპეც ტექნიკით რიონის ხეობაში იმოძრაონ.