მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, სახელმწიფო ბალანსზე არსებული უწყება, რომელიც მოქალაქეების ფულით ფინანსდება ნახევარ მილიონობით ლარის დახარჯვას საკონფერენციო ტექნიკის შესაძენად აპირებს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ნახევარ მილიონ ლარს "იუთუბ სტრიმისთვის" დახარჯავს. სპეციალურ აპარატურას, გამარტივებული შესყიდვით იყიდის.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები, ამ დრომდე "მთავარი არხის" შეკითხვებს არ პასუხობენ.
ტენდერის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ უნდა შეიძინოს ჩასაშენებელი ეკრანები, მოძრავი კამერები, ასევე დელეგატის ჩასაშენებელი საკონფერენციო სისტემა და სხვა.
კომისიამ ტენდერი 28 მაისს გამოაცხადა, განაცხადების მიღება 5 ივნისს დაიწყება და 8 ივნისს დასრულდება