ჟურნალისტები ტყვეობაში | ბელარუსი ჟურნალისტი, ალექსანდრა პუშკინა, დაჭერას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ საქართველოში იყო

გამოქვეყნდა:

კიდევ კარგი, რომ მთლად ბელარუსი არ ვართ, სადაც ჰაერიდან თვითმფრინავს მოტყუებით იტაცებენ, ფაქტობრივად, იმისთვის, რომ ბორტზე მჯდომი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავონ. ასე აღმოჩნდა ციხეში რამან პრატასევიჩი, რომელიც დიდი საფრთხის გამო სამშობლოდან გაქცეული იყო და როგორ წარმოიდგენდა ოდესმე, რომ ბელარუსის ხელისუფლება იძულებით დასვამდა ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის მოძრავ თვითმფრინავს, მგზავრებთან ერთად და ასე ჩაიგდებდა ხელში ჟურნალისტს. 

სხვათაშორის, არ ვიცი, რამდენად დაინახეთ თქვენ ეს პარალელი, მაგრამ მსგავსი ფაქტი იყო, როდესაც ჩვენთან შავ ზღვაზე იახტა გააჩერეს და ზედ მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ. კომიკურად ჟღერს, მაგრამ ეს სულაც არაა სასაცილო, ვინაიდან იახტაზე მყოფი სამი ადამიანი დღემდე ციხეშია.

სიუჟეტზე მუშაობისას ჩვენი ჟურნალისტი, ანა ასათიანი გადააწყდა კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს - ბელარუსი ჟურნალისტი, რომელიც შემთხვევით გადაურჩა ციხეში მოხვედრას, ვინაიდან საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა. ამ დროს ბელარუსის ხელისუფლება მის სამსახურში შეიჭრა და 15 ჟურნალისტი დააკავა. 

ალექსანდრა პუშკინა ახლა მხოლოდ იმიტომაა თავისუფალი, რომ ამ მომენტში თბილისში იმყოფებოდა. თუმცა მან არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს თავისუფლება.

 

ანა ასათიანის სიუჟეტი - "ჟურნალისტები ტყვეობაში"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი