აბსურდული და დამცინავი რკინის კედელი, რომლის გამოც ადამიანებს ციხეში სვამენ - "ოკუპირებული" ნამოხვანი

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობაში ახალი ხელშეუხებელი სიწმინდე გამოჩნდა - რკინის კედელი, რომელიც კაშხლის პაწაწინა პაროდიასავით დგას გზაზე და ხეობის მცველებისგან იცავს მათსავე მშობლიურ მიწებს, სახლებს, წინაპართა საფლავებს, მათ ეკლესიას.

აბსურდს, ადამიანების დაცინვასა და მათი უფლებების დარღვევასაც ხომ შეიძლება რაღაც გონივრული საზღვარი ჰქონდეს, მაგრამ არა აქ - იმ ადამიანებს, რომლებისგანაც მოითხოვენ, რომ ისინი უნდა შეეგუონ წინაპრებისგან დატოვებული მემკვიდრეობის განადგურებას - დაზიანებას ან გადაკეთებას კი არა, საერთოდ გაქრობას - აი, ამ ადამიანებს ციხეში სვამენ დამცავი რკინის კედლის დაზიანების გამო! 8 კაცია უკვე ციხეში ჯებირის დაღუნვის გამო!

აბა, რა! ასეც უნდა იყოს! ეს უბრალო საიდანღაც მოთრეული ჯებირი კი არ გეგონოთ! ისტორიული რელიქვიაა - შესაძლოა, ეს ზუსტად ის ჯებირია, რომელიც 2019 წლის აქციების დროს პარლამენტთან იდგა; ან შარშან, ცესკოს შენობასთან ღამის აქციის დროს.

ეს კედელი ხომ იმიტომაც არის რკინის და იმიტომაც აქვს ასეთი საყრდენები, რომ გათვლილია სწორედ იმაზე, რომ გაუძლოს დარტყმებს, მყარი ნივთების სროლას, მიწოლას. თორემ სხვა შემთხვევაში უბრალოდ ლენტს აბამენ ხოლმე და ეგ არის.

დათო აბრამიშვილის სიუჟეტი - "ჯებირი საქართველოა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი